| a...z | ა...ჰ |
| Acceptable end user Nuclear or dual-use commodity user that is unsuspicious in proliferation activity or that presented credible documents of the commodity end use. | საბოლოო მომხმარებელი ბირთვული ან ორმაგი დანიშნულების საქონლის მომხმარებელი, რომლის პროლიფერაციული საქმიანობა ეჭვს არ იწვევს, ან რომელსაც ზემოთ დასახელებული საქონლის საბოლოო გამოყენებაზე წარმოდგენილი აქვს სანდო დოკუმენტები. |
| Ad hoc inspection An inspection of this type is formed or used for specific or immediate problems or needs | სპეციალური ინსპექცია ამ სახეობის ინსპექცია ინიშნება ან ტარდება კონკრეტული ან გადაუდებელი პრობლემის წარმოქმნის ან აუცილებლობის შემთხვევაში. |
| Adherent country A country becomes an "adherent" to the NSG Guidelines as published by the IAEA in INFCIRC/254, Part 1 (for the Guidelines and Trigger List) and/or Part 2 (for the Dual-Use Guidelines and Annex) by simply sending a letter to the Director General of the IAEA declaring the intention of the Government to conduct its nuclear export control activities in accordance with either part or both of the NSG Guidelines. | მიმხრობილი ქვეყანა ქვეყანა ხდება "მიმხრობილი" ბმჯ-ის სახელმძღვანელო პრინციპებს, რომლებიც გამოქვეყნებულია აესს INFCIRC/254-ის I ნაწილის დოკუმენტებში (სახელმძღვანელო პრინციპები და ძირითადი სია) და/ან II ნაწილში (ორმაგი დანიშნულების საგნების სია და დანართი), თუკი უბრალოდ გაიგზავნება წერილი აესს-ს გენერალური დირექტორის სახელზე, სადაც განცხადებული იქნება მთავრობის განზრახვა, განახორციელოს ბირთვული საექსპორტო კონტროლის რეჟიმი ბმჯ-ის სახელმძღვანელო პრინციპების რომელიმე ნაწილის ან მთელი მოცულობის შესაბამისად. |
| Advanced gas cooled reactor (AGR) The reactor is an advancement of the Magnox reactor, and is designed to raise the maximum allowable temperature of the gas coolant in order to improve the steam generation. Uranium oxide enriched by 235U up to 3% is used as a fuel. In terms of safeguards the reactors are mainly considered as item facilities | გაუმჯობესებული აირით გაგრილებადი რეაქტორი მოცემული რეაქტორი მაგნოქსური რეაქტორის მოდერნიზებული ვარიანტია, სადაც მაქსიმალურადაა აწეული გაზის სითბომატარებლის დასაშვები ტემპერატურა ორთქლის წარმოქმნის გაუმჯობესების მიზნით. საწვავად გამოიყენება ურანის ოქსიდი, რომელიც გამდიდრებულია 235U-ით არანაკლებ 3%-ისა. გარანტიის თვალსაზრისით |
| Adversary class Adversaries are generally classed as insiders or outsiders depending on whether they are working inside a facility or must start an action sequence from the outside. | დამრღვევის კატეგორია დამრღვევები იყოფა შიდა და გარე დამრღვევებად, იმისდა მიხედვით, უშუალოდ დანადგარზე მუშაობენ თუ მოქმედებას მის გარეთ იწყებენ. |
| Analysis of end use More strict investigation of the end-use of the goods and technologies to be exported in addition to inquiries into the performance of those goods and technologies which are required under the current control system to prevent the acquisition of such items for military end uses. Distinct criteria are used to judge whether the end use of exports is suspicious or not. | საბოლოო გამოყენების ანალიზი ექსპორტს დაქვემდებარებული საბოლოო გამოყენების საქონლისა და ტექნოლოგიების უფრო ზუსტი ანალიზი, რომელიც დამატებით ტარდება მოქმედი კონტროლის სისტემით მოცემული საქონლის და ტექნოლოგიების მახასიათებლების ანალიზისათვის და მისი მიზანია, არ დაუშვას მოცემული საქონლის შეძენა საბოლოო სამხედრო მოხმარებისათვის. საბოლოო საეჭვო გამოყენების შესაფასებლად არსებობს განსაზღვრული კრიტერიუმები. |
| Analysis of end user A major component of the export transaction screening carried out in framework of "catch-all" regime and aimed to find whether the end user of the commodity is suspicious in terms of diversion risk. For this analysis, special technique and procedure developed are used. | საბოლოო მომხმარებლის ანალიზი საექსპორტო გარიგების სკრინინგის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი, რომელიც იხმარება ყოვლისმომცველი კონტროლის რეჟიმის ფარგლებში მოცემული საქონლის საბოლოო მომხმარებლის ნდობის შესამოწმებლად. ასეთი ანალიზის ჩასატარებლად გამოიყენება სპეციალურად შემუშავებული მეთოდები და პროცედურები. |
| Angular position deviation As it is referenced in NSG Guidelines (Part 2), the maximum difference between angular position and the actual, very accurately measured angular position after the workpiece mount of the table has been turned out of its initial position. | კუთხური მდგომარეობის გადახრა როგორც ეს განსაზღვრულია ბმჯ-ს ძირითად პრინციპებში (ნაწ. 2), კუთხურსა და რეალურ მდგომარეობებს შორის მაქსიმალური სხვაობა, მაგიდაზე საგნის საწყისი მდგომარეობიდან მოტრიალების შემდეგ ძალზე ზუსტად გაზომილი კუთხური მდგომარეობის ტოლია. |
| Annul [nullify] the issued license To declare or make the issued license legally invalid or void | გაცემული ლიცენზიის ანულირება გაცემული ლიცენზიის ანულირებულად, გაუქმებულად ან იურიდიულად ბათილად გამოცხადება. |
| Antarctic Treaty The treaty was signed on December 1, 1959, and entered into force on June 23, 1961. Its membership includes 42 states. The Antarctic Treaty internationalizes and demilitarizes the Antarctic Continent. It specifies that Antarctica be used for peaceful purposes only; any measures of a military nature, including testing of any type of weapons, are prohibited. | შეთანხმება ანტარქტიკის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 1959 წლის 1 დეკემბერს და ძალაში შევიდა 1961 წლის 23 ივნისს. წევრია 42 ქვეყანა. შეთანხმების თანახმად, ანტარქტიდა საერთაშორისო და დემილიტარიზებული ანტარქტიკული კონტინენტია. ის ითვალისწინებს, რომ ანტარქტიდა მხოლოდ მშვიდობიან გამოყენებას მოხმარდება, აკრძალულია ნებისმიერი სამხედრო ხასიათის ღონისძიება, ნებისმიერი სახის შეიარაღების გამოცდის ჩათვლით. |
| Applicant A participant of the foreign trade transaction in charge of the export who makes certain commitments or warranties. If the applicant makes a false representation, the authority has the option of voiding the license. | განმცხადებელი საგარეო ვაჭრობის საქმიანობის მონაწილე, რომელიც ახორციელებს აღნიშნულ გატანას და აკეთებს გარკვეულ განცხადებებს ან იღებს გარკვეულ ვალდებულებებს. თუკი განმცხადებელი მაკონტროლებელ ორგანოებს შეცდომაში შეიყვანს, მათ შეუძლიათ ლიცენზია გაუუქმონ. |
| Applied research (in military field) Research concerned with the practical application of knowledge, material, and/or techniques directed toward a solution to an existent or anticipated military requirement. See also Basic research | გამოყენებითი კვლევა (სამხედრო სფეროში) კვლევა, რომელიც დაკავშირებულია ცოდნის, მასალის ან მეთოდების პრაქტიკულ გამოყენებასთან და მიმართული უკვე არსებული ან პერსპექტიული სამხედრო ამოცანების გადაწყვეტისაკენ. იხ. აგრეთვე ფუნდამენტური გამოკვლევები. |
| Atomic bomb A bomb whose energy of explosion comes from the fission of uranium or plutonium. Bombs of this type were dropped on Hiroshima (6 August) and Nagasaki (9 August) in 1945. | ატომური ბომბი ბომბი, რომლის აფეთქების ენერგია წარმოიქმნება ურანის ან პლუტონიუმის გახლეჩის დროს. ამგვარი ბომბები ჩამოყარეს ხიროსიმასა (6 აგვისტოს) და ნაგასაკიზე (9 აგვისტოს) 1945 წელს. |
| Atomic demolition munition A nuclear device designed to be detonated on or below the ground surface, or under water as a demolition munition against material-type targets to block, deny, and/or canalize the enemy. They are sometimes referred to as suitcase nuclear weapons ("suitcase nukes"). | ბირთვული ფუგასი ფუგასის ტიპის ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია მიწაზე, მიწის ქვეშ ან წყლის ქვეშ აფეთქებისათვის მატერიალური ობიექტების გასანადგურებლად და გამოიყენება მოწინააღმდეგის ბლოკირების, იერიშის მოგერიებისათვის ან იმისათვის, რომ აიძულოს მოწინააღმდეგე, იმოძრაოს გარკვეული მიმართულებით. ხანდახან მას უწოდებენ ბირთვულ იარაღს პორტფელში ("ატომური ბომბი პორტფელში"). |
| Atomic warfare, atomic weapon, see Nuclear weapon | ატომური იარაღი, იხ. ბირთვული იარაღი. |
| Attractiveness level Categorization of nuclear material types and compositions that reflects the relative case of processing and handling required to convert that material to a nuclear explosive device. | მიმზიდველობის დონე ბირთვული მასალისა და მათი ნაერთების კლასიფიკაცია, რომელიც ასახავს მათი გადამუშავების და მათთან მოპყრობის დროს აუცილებელი ტექნოლოგიური ოპერაციების სირთულის ხარისხს ბამ-ის (ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობა) დამზადების დროს. |
| Australia Group, AG Established in 1985 to limit the spread of chemical and biological weapons (CBW). Members include: Argentina, Australia, Austria, Belgium, Canada, Czech Republic, Denmark, Finland, France, Germany, Greece, Hungary, Iceland, Ireland, Italy, Japan, Luxembourg, Netherlands, New Zealand, Norway, Poland, Portugal, Slovakia, Spain, Sweden, Switzerland, United Kingdom, and United States. AG is an informal association which makes decisions by consensus. | ავსტრალიური ჯგუფი, აჯ შეიქმნა 1985 წელს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის (ქბი) გავრცელების შესაზღუდად. ჯგუფის წევრები არიან ავსტრალია, ავსტრია, არგენტინა, აშშ, ახალი ზელანდია, ბელგია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, იტალია, კანადა, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, ჰოლანდია. ავსტრალიური ჯგუფი არაოფიციალური ასოციაციაა, რომელიც გადაწყვეტილებებს კონსენსუსის გზით იღებს. |
| Authorized transfer Conveyance of right, title, or interest in real or personal property from one person to another. | ნებადართული გადაცემა უფლებების, ქონების, მოგების წილის ან პირადი საკუთრების ერთი პირიდან მეორისათვის გადაცემა. |
| Basic research Research directed toward the increase of knowledge, the primary aim being a greater knowledge or understanding of the subject under study. | ფუნდამენტური კვლევა კვლევა რომელიც მიმართული ცოდნის გაზრდისაკენ და რომლის მთავარი ამოცანაა უფრო მეტი ცოდნის უზრუნველყოფა ან შესასწავლი ობიექტის უკეთესი გაგება. |

